მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ჩვენი წევრები

გიორგი ალადაშვილი
ბიოდინამიური მეურნეობა სოფელ რუისპირში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებმა გიორგი ალადაშვილმა 8 წელი შვეიცარიაში გაატარა, სადაც საოჯახო მეურნეობაში მუშაობდა და სწავლობდა. 

გიორგის იქაურ ხილ, პურ, ბოსტნეულ გემო არ მოსწონდა და როდესაც არდადეგებზე საქართველოში ჩამოვიდა, აქედან ხილი და ბოსტნეული  წაღო და  მეგობრებს გაასინჯა.  ასე გრძელდებოდა ყოველწლიურად და ერთგვარ ტრადიციადაც იქცა საქართველოდან ხელდამშვენებული გიორგის დაბრუნება შვეიცარიაში. 

ერთ წელსაც რომ ჩამოვედი, აღმოვაჩინე, რომ ქართულ პროდუქტსაც აღარ ჰქონდა ჩვეული გემო და ვეღარაფერი წავიღე - ძალიან დამაღონა და გამაკვირვა ამ ამბავმა. მივხვდი, რომ ვკარგავდით იმ ტრადიციებს, ომელსაც მამაპაპური წესით მოსავლის მოყვან ჰქვია. გადავწყვიტე, რაღაც შემეცვალა,“- ამბობს გიორგი.

ძველი ტრადიციების აღდგენის სურვილმა გიორგი საქართველოში დააბრუნა. მან გადაწყვიტა მშობლიურ სოფელ რუისპირში მოეწყო მეურნეობა, სადაც შეძლებდა წინაპრების წესებით ყურძნის, ხილის, ბოსტნეულის და ხორბლის მოყვანა. გიორგიმ კარგად იცოდა, რომ ამას დიდი შრომა დასჭირდებოდა, რადგანაც თითქმის ყველა სამუშაო  ხელით სრულდება, მაგრამ სურდა, რომ  ქართველი გლეხისთვის ეჩვენებინა, როგორი უნდა იყოს ხარისხიანი პროდუქტი.

მის ოჯახს პატარა ვენახი ჰქონდა. როდესაც დაინტერესდა ვენახის მოვლის მეთოდებით და მეზობლებს დაეკითხა, გაუკვირდა - ძველ ტრადიციებს აღარავინ მისდევდა.  ისეთი ქიმიური ნივთიერებები დამისახელეს, დავფიქრდი. რატომღაც შაჰ-აბასის პერიოდი გამახსენდა, მერე საბჭოთა მევენახეობა თავისი „დადგენილიწესებით,“-ამბობს გიორგი.

გიორგიმ დაიწყო ძველი ტრადიციების შესწავლა და თავისი მეურნეობა წარმართა იმ წესებისა და ადათების მიხედვით, რომელსაც დიდი ხნის წინ წინაპრები იყენებდნენსაქმიანობის დაგეგმვა მთვარის ფაზების მიხედვით, ვენახის მოვლა ჭინჭრის, ნირის, შროშანის, გვიმრ ნაყენების გამოყენებით. ახლა მის ბიოდინამიურ მეურნეობაში მოწეული პროდუქტი ბუნებრივი და სუფთაა. გიორგი ამ მიმართულებით მომუშავე დიდ კომპანიებსაც უწევს კონსულტაციებს. რვა წლისთავზე თანასოფლელმა „ურწმუნოებმაბიომეთოდების ეფექტურობა დაიჯერეს და რუისპირის 100 ჰექტარ ვენახს გიორგის რჩევა-დარიგებით უვლიან.  

„თავიდან ვინც გაიგო, რომ ბიომეთოდებს ვიყენებდი, ცოტა ეცინებოდა, რას აკეთებს ეს ბიჭიო, მაგრამ ახლა შუამავლებს მიგზავნიან, გვასწავლოს, როგორ ახერხებს, რომ ჩვენზე ნაკლები დანახარჯით უკეთეს მოსავალს იღებს და მის ვენახს არც ჭრაქი უჩნდება და არც  კვირტის ტკიპა. მეც ვასწავლი - რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი საქმისთვის.

სირცხვილია, რომ ხორბლისა და პურის ქვეყანაში ფქვილი შემოსატანია. თუ გვინდა, ჯანმრთელები ვიყოთ, ვინმე დავაინტერსოთ და თან სარგებელი გვქონდეს, უნდა ვაჩვენოთ, რამდენად უკეთესია ტრადიციული საკვები. უკვე ბევრი უცხოელი სტუმარი მოდის სანახავად. ქართულ ოჯახებსაც მოვუწოდებ, მოვიდნენ, ნახო, შვილებს აჩვენო, რას და როგორ ვაკეთებთ, - სიამაყით ამბობს გიორგი და აგურისგან აშენებული საცხობიდან ცხელ-ცხელ უსაფუარო პურებს ალაგებს, რომელიც გემრიელიცაა და სასარგებლოც.

დღეისათვის გიორგის ბიომეურნეობაში 10-მდე კაცია დასაქმებული. ხილის ტყლაპის წარმოებაში მეზობლის ოჯახიც ჩართო, ბავშვებიც სიხარულით ეხმარებიან და სწავლობენ ქართულ ტრადიციებს. ეზოში მოყავთ შაფრანი, რომელსაც ადრე თურმე საცივში ხმარობდნენ, ახლა  მხოლოდ უცხოეთიდან შემოტანილია ბაზარზე და თან ძალიან ძვირად ღირებული სუნელია.

გიორგის ქვევრში დაყენებული ღვინოები შვეიცარიასა და საფრანგეთში იყიდება. ერთი ბოთლი ბიორქაწითელი, ხიხვი, მწვანე, თუ ჯანაანურა მინიმუმ 70 ევრო ღირს. გიორგის ღვინის ყიდვის მსურველი არ აკლია, მთავარია, იმდენი დაამზადოს, ყველა მსურველის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს.

უმაღლესი ხარისხი ძველი ტრადიციებით, – ეს გიორგის დევიზია და სწორედ ამით გახდა სამაგალითო ყველასთვის.