შვიდი წარმატებული მეწარმე დაფინანსდა “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4-ის” ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.
საგრანტო კონკურსის მიმდინარე ფაზა ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო და პროექტის სამიზნე სოფლებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ეტაპზე კონკურსში 170-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო და, მკაცრი, მრავალსაფეხურიანი შერჩევის შემდეგ მათგან მხოლოდ ყველაზე პერსპექტიული კანდიდატები გადავიდნენ საბოლოო ეტაპზე.
შერჩევის პროცესი, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე, მოიცავდა: ა) ბიზნეს-იდეების წარდგენა-გადარჩევის; ბ) ბიზნეს-იდეების ავტორებისათვის ბიზნესგეგმის შედგენაში ტრენინგების ჩატარების; გ) ბიზნესგეგმების გადარჩევისა და დ) ბოლოს, 2025 წელს, შემაჯამებელ ეტაპზე გადასული კონკურსანტების მიერ შესარჩევი კომისიის წინაშე საკუთარი ბიზნესების პრეზენტაციის ეტაპებს.
მარტის დასაწყისში გამარჯვებულებმა - ხუთმა დამწყებმა და ორმა მოქმედმა მეწარმემ - რომლებიც ისეთ დარგებს წარმოადგენდნენ, როგორიცაა ღვინის წარმოება, სამკერვალო საამქროები, გურული სანელებლის წარმოება, სწრაფი კვების ობიექტი, საფუტკრე მეურნეობა და ბოსტნეულის წარმოება ღია გრუნტში, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენისა და თანადაფინანსებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ (დამწყები მეწარმეების შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 30%-ისა; არსებულთათვის - მოთხოვნილი თანხის არანაკლებ არანაკლებ 40%-სა), მიიღო 5,000 ლარამდე ოდენობის მცირე გრანტი, შეიძინა საჭირო ძირითადი საშუალებები და დაიწყო საწარმოო საქმიანობა.
პროექტში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მონაწილეთა ბიზნესგეგმების განხორციელებას. წარმატებას ვუსურვებთ გამარჯვებულ მეწარმეებს!
შორენა ახალაძე, სწრაფი კვება, სოფელი საჯავახო, სამტრედია
რობერტ ზივზივაძე, ღვინის წარმოება, დიდველა, ბაღდათი
ლალი ჩადუნელი, სილამაზის სალონი, იგოეთი, კასპი