განათლებით ფიზიკოსმა, თეიმურაზ ღოღობერიძემ, შეიცვალა პროფესია და 1984 წელს, საქართველოს ზოო ტექნიკური ვეტერინარიის ინსტიტუტში, შეისწავლა მეფუტკრეობა.
2000 წლიდან დღემდე, გაზეთი „ფუტკარი და მეფუტკრეობას“ სარედაქციო საბჭოს წევრია, 2004 წლიდან კი საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მეფუტკრეობის მიმართულებით არაერთი ტრენინგ პროგრამის, პუბლიკაციის, სასწავლო მასალისა და წიგნის ავტორია. აქვს დარგში მუშაობის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება.