რუკაზე ძებნა
gWirdeba daxmareba?
dagvireke:
+995 32 2536486;
+995 591 19 55 21
an mogvwere:
ruraltourism@elkana.org.ge

გადაადგილება ქვეყნის შიგნით

საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით: ავტობუსებით, მიკროავტობუსებითა და მატარებლით. რეგულარული მიკროავტობუსი თითქმის ყველა ქალაქსა და სოფლამდე მიდის, თუმცა ზოგიერთი მაღალმთიანი რეგიონებისა თუ პატარა სოფლის დასათვალიერებლად (თუშეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სხვ.) მხოლოდ ორხიდიანი მანქანით მოგზაურობა არის რეკომენდებული.


კლიმატი

საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი სუბტროპიკული, ცივი მაღალმთის, ზომიერად ტენიანი ხმელთაშუაზღვის და კონტინენტური კლიმატური სარტყელი. დაბლობში ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ზომიერად ცივი.

ქვეყნში სამოგზაუროდ ყველაზე კომფორტული პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა. თუმცა მაღალმთაში სამოგზაუროდ ზაფხული საუკეთესო დროა.

 

დროის ზონა

GTM + 4:00


სახელმწიფო ენა

ენა და დამწერლობა - ქართული. მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის ქართული ანბანი არის ერთ-ერთი მათგანი. ძირითად გზებზე ყველა წარწერა და მინიშნება დატანილია როგორც ქართული, ასევე ლათინური ასოებით.

 

ელიგია

მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანი მართლმადიდებელია. ქრისტიანობა ქვეყანაში ჯერ კიდევ I საუკუნიდან გავრცელდა. სხვა აღმსარებლობის ჯგუფებიდან საქართველოში ცხოვრობენ კათოლიკე და გრიგორიანელი ქრისტიანები, იუდეველები და მუსლიმანები, აგრეთვე სხვა რელიგიური სექტების წრმომადგენლებიც.


ვალუტა

საქართველოს ტერიტორიაზე ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ლარებში (GEL); 1 ლარი (GEL) = 100 თეთრი. ძირითადად ანგარიშსწორება ხდება ნაღდი ფულით. უცხოური ვალუტის გადახურდავება შესაძლებელია მხოლოდ დიდ ქალაქებში მდებარე გადასახურდავებელ ობიექტებში. 1 ევრო 2. 2 ლარია, 1 აშშ-ის დოლარი კი - 1.65 ლარი; (01.10.12 ); პლასტიკური ბარათებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ დიდ ქალაქებში.


ელექტროენერგია

220 ვოლტი, 50 ჰერცი, ევროპული ტიპის ორკონტაქტიანი შტეფსელი.


კომუნიკაცია

საქართველო ქვეყნის კოდია 995, ხოლო თბილისის კოდი - 32. მრავალ სასტუმროსა თუ საოჯახო სასტუმრო სახლს აქვს საერთაშორისო კავშირის სისტემები. აეროპორტებში, ფოსტაში, ქალაქების ცენტრსა თუ ძირითად ქუჩებზე მდებარებს სატელეფონაპარატები.

ქვეყანაში მოქმედი მობილური კავშირია GSM 900 და 1800. მობილური კავშირი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს, გარდა ზოგიერთი მაღალმთიანი რეგიონისა.

საჭირო ნომრები: სასწრაფო დახმარება 133; პოლიცია 122, საინფორმაციო სამსახური 118 09.


გადაუდებელი დახმარება

იმედია, თქვენი მოგზაურობა საქართველოში სასიამოვნო იქნება, თუმცა თავს უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ, თუ გეცოდინებათ, რომ შესაძლებელია გაუთვალისწინებელი პრობლემების გადაჭრა.

ეროვნულ და საერთაშორისო კლინიკა. მაყაშვილის 31, თბილისი;

ტელ: (+99532) 292-09-28 / 292-16-70

ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი; ლუბლიანის ქ. 18/20, თბილისი; ტელ: (+995 32) 251-58-74


წყალი

ონკანის წყალი სასმელად ვარგისია ქვეყნის უმეტეს ადგილას.

ჩამოსხმული მინერალური ჰიდროკარბონატული “ბორჯომი,” “ნაბეღლავი”, “ლიკანი” ან ნატურალური წყლები ონკანის წყლის საუკეთესო ალტერნატივაა. მათი შეძენა შესაძლებელია დიდ და პატარა ქალაქებში.

შოპინგი და სუვენირები

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტრადიციული ქართული სამკაული, კერამიკა და ქარგულობა. ამ ყველაფრის შეძენა შესაძლებელია ხელოვნების სალონებსა და სუვნირების მაღაზიებში. მაღაზიები ძირითადად ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 -18:00 სთ; ზოგიერთი მუშაობს კვირასაც. რეგიონებიდან პოპულარული საჩუქარია ადგილობრივი პროდუქტი, როგორიცაა ღვინო, თაფლი, ტრადიციული ტკბილეული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ამ ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ ადგილობრივ ფერმერებთან.


ღამის გათევა

ღამის გათევა შესაძლებელია „ელკანას“ წევრ საოჯახო სასტუმროებში სოფლად და პატარა ქალაქებში, სადაც სტუმართთვის დათმობილია 2–7 ოთახი. სახლებში დაცულია ელემენტარული პირობები კომფორტული და მშვიდი დასვენებისათვის. მასპინძელი ოჯახი სტუმარს სთავაზობს კვებით მომსახურებას. „ელკანას“ საოჯახო სასტუმროების მომსახურების ხარისხის სტანდარტი.


საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

siaxleebis gamowera