რუკაზე ძებნა
gWirdeba daxmareba?
dagvireke:
+995 32 2536486;
+995 591 19 55 21
an mogvwere:
ruraltourism@elkana.org.ge
qvevris Rvinis turi

ქვევრის ღვინის გზა


პროგრამა მოიცავს ღვინის გზაზე კულტურული ღირშესანიშნაობებისა და ქართული ტრადიციების გაცნობას.  სტუმრებს აქვთ საშუალება გაეცნონ ღვინის მომზადების უძველეს ტრადიციულ მეთოდს, დააჭაშნიკონ განსხვავებული ღვინოები ადგილობრივ მარნებსა და ღვინის საწარმოებში. ასევე, დაესწრონ ქვევრის დამზადების პროცესს, მიიღონ მონაწილეობა ყურძნის კრეფასა და დაწურვაში, რომელიც ყოველთვის ტრადიციული სუფრით მთავრდება.


ტურისტული მარშრუტი ითვალისწინებს ღამის გათევას სოფლის საოჯახო სასტუმრო სახლებსა და აგროტურისტულ სახლებში.


ტურის პროგრამა


დღე I - ექსკურსია თბილისში მუზეუმების მონახულებით. მეღვინეობის ქართული ტრადიციების წარდგინება ქართველი ექსპერტების მიერ.


 

Day II - გამგზავრება კახეთში, ღვინის რეგიონში. სტუმრობა „ელკანას“ წევრ ფერმერებთან, მონაწილეობა ყურძნის კრეფასა და დაწურვაში. სადილი მეღვინე ფერმერთან. ღვინის დაჭაშნიკება და ქვევრის დამზადების პროცესის რომელიმე ეტაპის გაცნობა. ვახშამი ქართული ხალხური სიმღერებისა და მუსიკის თანხლებით. ღამის გათევა სოფ. იყალთოს საოჯახო სასტუმრო სახლში (ს/სდ/ვ).


 

Day III - დილის ექსკურსია კახეთის სოფელში. უძველესი საწნახლებისა და მარნების, ასევე ღვინის ჭურჭლის დათვალიერება. ადგილობრივ მეთუნესთან ქვევრის დამზადების პროცესის ნახვა. ალავერდის მონასტრის მარნის დათვალიერება. სადილი ადგილობრივ ფერმერთან. მონაწილეობა ჩურჩხელის დამზადების პროცესში. ვახშამი და ღამის გათევა იყალთოს საოჯახო სასტუმრო სახლში (ს/სდ/ვ).


 

Day IV - გამგზავრება ზემო იმერეთში. სტუმრობა ადგილობრივ ფერმერებთან, იმერული მარნებისა და ვენახების დათვალიერება. ნასადილევს კაცხის სვეტისა და მღვიმევის მონასტრის მონახულება. ვახშამი და ღამის გათევა გელათის საოჯახო სასტუმრო სახლში (ს/სდ/ვ).


Day V - დილით გამგზავრება ქალაქ ბაღდათისაკენ. სტუმრობა ადგილობრივ მეღვინე ფერმერებთან. ღვინის დაჭაშნიკება, ყურძნის ადგილობრივი ჯიშების გაცნობა. ნასადილევს გამგზავრება სოფელ შროშაში, ადგილობრივი კერამიკული ჭურჭლის ბაზრის დასათვალიერებლად. თბილისში დაბრუნება. სტუმრად იმერელ მეთუნესთან, მონაწილეობა თიხის ჭურჭლის დამზადების პროცესში. ჩამოსვლა თბილისში (ს/სდ/–).


ღირებულება:


  • ერთ კაცზე, 5- კაციანი ჯგუფის შემთხვევაში;
  • ერთ კაცზე, 10 -კაციანი ჯგუფის შემთხვევაში;

 


ღირებულებაში შედის:


ტრანსპორტი, ღამის გათევა, გიდის მომსახურება, მუზეუმების საფასური, კვება – როგორც მითითებულია პროგრამაში, მონაწილეობა პროდუქტის მომზადებასა და ღვინის დაჭაშნიკება.


ღირებულებაში არ შედის:


დაზღვევა და თბილისში ღამის გათევა.


საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

siaxleebis gamowera