რუკაზე ძებნა
gWirdeba daxmareba?
dagvireke:
+995 32 2536486;
+995 591 19 55 21
an mogvwere:
ruraltourism@elkana.org.ge
yvelis turi

ყველის ტური


ტურისტული მარშრუტი შეადგინეს „ელკანასა“ და „ქართული ყველის“ ასოციაციებმა და მოიცავს ყველის მწარმოებლებისა და მათი პროდუქტის გაცნობას. ფერმიდან ფერმაში გადასვლით ტურისტები ესტუმრებიან ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის სოფლებს.


პროგრამაში მონაწილეობა კარგი საშუალებაა რეგიონებში კულტურული ღირსშესანიშნაობების, და ქართული ტრადიციებისა და პროდუქტის გასაცნობად. ასევე, შესაძლებელია ფერმერებთან ყველის შეძენაც.


ტურისტული მარშრუტი ითვალისწინებს ღამის გათევას სოფლის საოჯახო სასტუმრო სახლებსა და აგროტურისტულ სახლებში.


ტურის პროგრამა


დღე I - ექსკურსია ქალაქში მუზეუმების მონახულებით. საქართველოში მეცხოველეობისა და ქართული ყველის დამზადების ტრადიციული მეთოდების წარდგინება ქართველი ექსპერტების მიერ.


დღე II გამგზავრება სამცხე–ჯავახეთის რეგიონში. გზად, ქართლში, სოფელ უფლისციხის მახლობლად, ადგილობრივ ფერმერთან სტუმრობა. ყველის საწარმოს დათვალიერება, სადაც შენარჩუნებულია თხის ყველის დამზადების ძველი ტრადიციები. ნასადილევს ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგზავრება. გზად სოფ. წნისის ყველის ქარხნის დათვალიერება, სადაც ყველს ადგილობრივი ფერმერების მიერ ჩაბარებული რძით ამზადებენ. შემდეგ „ელკანას“ სადემონსტრაციო ნაკვეთის დათვალიერება. წითელი დოლის პურისა და ყველის დაგემოვნება. ღამის გათევა სოფ. კლდეში, „დიანას საოჯახო სასტუმრო“ სახლში (ს/სდ/ვ).


III - დილით ქალაქ ახალციხის დათვალიერება. გამგზავრება სოფ. ჭობარეთში, სადაც ტენილი ყველის მწარმოებლებს მეძროხეობის ფერმები აქვთ. სადილი ტრადიციულ მესხურ სახლში. ფეხით გასეირნება სოფლის გასაცნობად. გამგზავრება დაბა ასპინძაში. მონაწილეობა ხაჭაპურის გამოცხობის პროცესში. ვახშამი და ღამის გათევა „ტიტიკოს საოჯახო სასტუმრო“ სახლში (ს/სდ/ვ).


დღე IV - ნასაუზმევს ექსკურსია დაბა ასპინძის შემოგარენში. ტრადიციული მესხური სახლებისა და უძველესი დარნების დათვალიერება. გამგზავრება მაღალმთიან სოფელ ხიზაბავრაში ყველის მცირე საწარმოს დათვალიერება, სადილი ყველის დაგემოვნებით. ჩამოსვლა სოფელ თმოგვში. მონაწილეობა ადგილობრივ ფერმერთან პურის ცხობის პროცესში. ვახშამი და ღამის გათევა ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო სახლში -„ცისკარი“ (ს/სდ/ვ).


დღე V- ქვეითად გასეირნება ასპინძის მიდამოებში. მარშრუტის დაწყება „ჯოლდის“ ხიდით, სადა ნანგრევებია  შემორჩენილი. გადასვლა ვარძიის მონასტერში პიკნიკი. გამგზავრება სოფ. ზემო ვარძიაში. ყველის მცირე საწარმოსა და საკალმახე მეურნეობის დათვალიერება. ვახშამი და ღამის გათევა ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო სახლში „ცისკარი“ (ს/სდ/ვ).


დღე VI- დილით გამომგზავრება თბილისში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გავლით. სტუმრობა ფოკის დედათა მონასტერში, სადაც მონაზვნები ყველის რამდენიმე სახეობას ამზადებენ. გამგზავრება სოფელ სანთაში (წალკის რ–ნი), სადაც ადგილობრივი თემი მცირე საწარმოში მეშვეობით ქართულ, ჰოლანდიურ და სომხურ ყველს ამზადებს. სადილი და ყველის დაგემოვნება. ჩამოსვლა თბილისში (ს/სდ/–).


ღირებულება:


  • ერთ კაცზე, 5 -კაციანი ჯგუფის შემთხვევაში;
  • ერთ კაცზე, 10- კაციანი ჯგუფის შემთხვევაში.

 


ღირებულებაში შედის


ტრანსპორტი, ღამის გათევა, გიდის მომსახურება, მუზეუმების საფასური, კვება – როგორც მითითებულია პროგრამაში, მონაწილეობა პროდუქტის მომზადებაში და ყველის/სხვა პროდუქტის დაგემოვნება.


ღირებულებაში არ შედის


დაზღვევა და თბილისში ღამის გათევა.


საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

siaxleebis gamowera