siaxleebi - 2012-10-05

2012 წლის 5-6 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ჩეზენაში “ქუჩის საკვების საერთაშორისო ფესტივალი’’ ჩატარდა. ჩეზენაში ტრადიციული საკვების ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და მასში 70 000 მდე სტუმარი იღებს მონაწილეობას.

წელს ამ ღონისძიების პარტიონორი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ბეიზფუდი” – შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტრადიციული საკვების ბიოაქტიური კომპონენტების მდგრადი გამოყენება.

„ელკანა“, რომელიც საქართველოს მხრიდან პროექტ “ბეიზფუდის” პარტნიორი იყო, კონფერენციისა და გამოფენისათვის მოამზადა მოხსენება და ორი პოსტერი: “საქართველოს ტრადიციუ ლი სამზარეულო” და “ტრადიციული ქუჩის საკვები საქართველოში”.

ტრადიციული ქართული სამზარეულოს შესახებ მოხსენება და პოსტერი ასოციაცია “ელკანამ” თბილისის ივ. ჯავახისშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტთან თანამშრომლობით მოამზადა.


საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება