presrelizebi - 2012-09-07

6 სექტემბერს, ოქსფამმა ევროკავშირის ექსერტებთან, პარლამენტის წევრებთან და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებთან ერთადკახეთის რეგიონში. გამართა შეხვედრა მცირე ფერმერებს შორის.ექსპერტთა ჯგუფი შეხვდა მეფუტკრეობაზე და მეცხვარეობაზე მომუშავე ფერმერებსა და კოოპერატივებს.

მისასალმებელ სიტყვაში ქალბატონმა ქეთი გეთიაშვილმა სამუშაო ჯგუფს გააცნო სამუშაო მონახაზი „ ფერმერთა ჯგუფები და გაერთიანებები“ და ასევე აღნიშნა, რომ ოქსფამი 5 წელზე მეტია მუშაობს სამეგრელოსა და ზემო აჭარის რეგიონების ფერმერების ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე.

საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის უფროსმა, ბ-მა ივერი ახალბედაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კოოპერატივების განვითარება აქამდე არ სარგებლობდა დიდი წარმატებით, რადგან კანონმდებლობა არ ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს მისი განვითარებისათვის.

ბ-მა მატი ლამპმა ( ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მოწვეული ექსპერტი) შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა კანონპროექტის ძირითადი დებულებები და სიახლეები.


საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება