publikaciebi
სათაური: „სასოფლო-სამეურნეო კრედიტებისა და დაზღვევის კვლევის შედეგები "
ISBN: 978-9941-0-2353-8
გამოცემის თარიღი: 2010
ავტორი: დავით ჩარკვიანი, თამუნია ჭინჭარაული, ელენე შატბერაშვილი
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
კვლევის მიზანია აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა, აგრეთვე, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისა და დაზღვევის სისტემის მიმოხილვა და ანალიზი. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის გამოცდილების განხილვა გადაწყდა წარსულში მათი აგროსექტორის საქართველოსთან სტრუქტურული სიახლოვის გამო და იმ ვარაუდით, რომ ამ ქვეყნებში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტებისა და დაზღვევის რეფორმები შესაძლოა წაადგეს საქართველოსაც.

სათაური: სამცხე-ჯავახეთის იშვიათი სამკურნალო მცენარეების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2008
ავტორი: მაია ახალკაცი, მარინე მოსულიშვილი, მარიამ ქიმერიძე, ინესა მაისაია
ენა: ქართული [English]
მოკლე ინფორმაცია:
კვლევის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის იშვიათი და გადაშენების საფრთხეში მყოფი სამკურნალო მცენარეების ინვენტარიზაცია და მათი კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების რეკომენდაციებისა და მენეჯმენტის პრინციპების შემუშავება.

სათაური: სამცხე-ჯავახეთში გადაშენების საფრთხეში მყოფი სამკურნალო მცენარეების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენებ
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2005
ავტორი: მაია ახალკაცი, მარინე მოსულიშვილი, მარიამ ქიმერიძე, ინესა მაისაია
ენა: ქართული
მოკლე ინფორმაცია:
კვლევის მიზანია გარემო პირობების მდგომარეობის დოკუმენტირება, სენსიტიურობის თვალსაზრისით საყურადღებო საკითხების გამოყოფა, რეგიონის სამკურნალო მცენარეების არამდგრადი გამოყენების პოტენციური ზეგავლენის შეფასება, დასაცავი სახეობების აღრიცხვა და უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და აღკვეთის ღონისძიებების შემუშავება.

« 1 »
საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება