publikaciebi
სათაური: სახლის მოწყობის ტრადიციული ელემენტები
ISBN: 978-9941-0-1843-5
გამოცემის თარიღი: 2009
ავტორი:
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
რა არის მთავარი სტუმრისათვის, როცა იგი ოჯახურ სასტუმროში ისვენებს? მყუდრო გარემო, კომფორტი, სისუფთავე და ბევრი სხვა რამ... ქართველები დამსახურებულად ამაყობენ მდიდარი კულტურული წარსულით, მაგრამ ხშირად არც კი იცნობენ იმ ტრადიციული ელემენტებს, რომლებიც ცალკეული კუთხისათვისაა დამახასიათებელი და ეროვნული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ძველებური სამფეხა სკამი, რიკულებიანი აივანი, ძელსკამი და სხვ. არც ისე რთული დასამზადებელია, მაგრამ მოითხოვს გარკვეულ ცოდნას... ეს ბროშურა არის მცდელობა, დაგეხმაროთ თქვენი სტუმრებისათვის განკუთვნილი გარემოს მოწყობაში. იმედია, წინამდებარე ნიმუშები თქვენთვის საინტერესო იქნება და, თქვენივე ხელით, ოჯახურ პირობებში დამზადებული ნაკეთობების გარემოცვით თქვენს სასტუმროში ქართული გარემო შეიქმნება.

სათაური: მივიწყებული კულტურები
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2008
ავტორი: ტაიულ ბერიშვილი
ენა: ქართული
მოკლე ინფორმაცია:
საქართველო არის ვაზისა და ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი გენეტიკური მრავალფეროვნება გახდა საფუძველი ხალხური სელექციის გზით შექმნილიყო ათასობით ადგილობრივი, მრავალფეროვანი და გარემო პირობებთან შეგუებული ჯიში, რითაც ქართველი კაცი დღესაც სამართლიანად ამაყობს... ბროშურა მოიცავს ისეთ მივიწყებულ კულტურებს, როგორიცაა - მარცვლოვანი კულტურებიდან: ხორბალი დიკა, ახალციხის წითელი დოლი, ქერი - ქერშველი, ჭვავი, ფეტვი; პარკოსნებიდან: ცულისპირა, მუხუდო, ცერცვი, ოსპი, ძაძა; და ტექნიკური კულტურა - სელი. განხილულია მათი შესწავლის ისტორია, გავრცელება საქართველოში, ბიოლოგიური თავისებურებანი, გამოყენება და მოსავლიანობა.

სათაური: ღვინის დაყენება შინაურ პირობებში
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2008
ავტორი: გიორგი ბარისაშვილი
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
ღვინის დაყენება შინაურ პირობებში საკმაოდ აქტუალური თემაა საქართველოსათვის. დღეისათვის შინაურ (გლეხურ) ღვინოს ძალიან ბევრ ოჯახში აყენებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, არ იცავენ შესაბამის ტექნოლოგიურ პროცესებსა და მეთოდებს, რაც ძალზე ხშირად ღვინის ხარისხს აუარესებს. ბროშურა მკითხველს სთავაზობს ტრადიციული მეღვინეობის იმ მეთოდებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია შინაურ პირობებში მაღალხარისხოვანი ღვინის მიღებისათვის.

სათაური: ვაზის მწვანე ოპერაციები და მავნებელ-დაავადებები
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2008
ავტორი: გიორგი ბარისაშვილი
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
მაღალი ხარისხის ყურძნის მისაღებად, კარგი ჯიშის შერჩევასა და აგროტექნიკური ღონისძიებების დროულ ჩატარებასთან ერთად, აუცილებელია ვაზის დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან. ბროშურაში განხილულია როგორც ვაზის მწვანე ოპერაციები და მათი ჩატარების მნიშვნელობა, ასევე ვაზის ზოგიერთი მავნებლისა და დაავადებების ამოცნობა და მათთან ბრძოლის პირდაპირი, თუ პროფილაქტიკური ღონისძიებანი.

სათაური: ტურიზმი სოფლად
ISBN: 978-9941-0-2206-7
გამოცემის თარიღი: 2008
ავტორი: ლელა ხარტიშვილი
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
დღევანდელ ინდუსტრიულ გარემოში ქალაქის აჩქარებული რიტმი წარმოშობს ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნას, რომ პერიოდულად დაისვენოს მშვიდ და წყნარ გარემოში, სადაც არის სუფთა ჰაერი, წარმტაცი პეიზაჟები და გულითადი მასპინძლობა. სწორედ ამ კომპონენტებისაგან შედგება აგროტურიზმი. რას გულისხმობს აგროტურიზმი? რა ტურისტული შეთავაზებები არსებობს? როგორ ფასდება ტურისტული პროდუქტი? რა ღირს ტურისტული შეთავაზება? ამ და სხვა მრავალ კითხვაზე იძლევა პასუხს ბროშურა, რომელიც ფაქტობრივად დამხმარე სახელმძღვანელოა აგროტურიზმში ჩართულ პირთათვის.

სათაური: სათემო მობილიზება. მეთოდური მითითებები
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2007
ავტორი: პავლე დოლიძე
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
სოფლის მოსახლეობასთან, თემთან მუშაობის ძირითადი მიდგომებისა და მეთოდების გაცნობას ემსახურება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ გამოცემული ბროშურა - „სათემო მობილიზება. მეთოდური მითითებები“. თემთან მუშაობა მრავალმხრივ ცოდნასა და დიდ გამოცდილებას მოითხოვს. „ელკანა“ უკვე 15 წელზე მეტია თემის მობილიზების საკითხებზე მუშაობს და აღნიშნული პუბლიკაცია ეფუძნება როგორც თეორიულ ცოდნას, ისე ჩვენი ორგანიზაციის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. მიდგომები და კონკრეტული მეთოდოლოგია, რომელთაც ამ ბროშურაში გაეცნობით, წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობის რეალური საჭირობების გამოვლენისა და, აგრეთვე, ადგილობრივი ინიციატივების განვითარების ხელშეწყობისათვის.

« 1 2 3 4 »
საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება