publikaciebi
სათაური: თხილის მოვლა-მოყვანა
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2016
ავტორი: მაია მიროტაძე ნანა მიროტაძე
ენა: ქართული
მოკლე ინფორმაცია:
ქართველი ხალხი თხილის კულტურას უხსოვარი დროიდან იცნობს, თუმცა, იგი ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო ნედლეულად ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა; მასზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ამჟამად თხილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ათასობით ქართული ოჯახისათვის წლიური შემოსავლის ძირითადი წყაროა.

სათაური: ელკანას სოფლის ტურიზმის ქსელი საქართველოში
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2012
ავტორი: „ელკანა“
ენა: ინგლისური
მოკლე ინფორმაცია:
კატალოგში შეგიძლიათ გაეცნოთ „ელკანას“ სოფლის ტურიზმის სასტუმრო სახლების ქსელის წევრი ოჯახების შესახებ ინფორმაციას. კატალოგში შეტანილი სასტუმრო სახლების მოწყობა და მომსახურება შეესაბამება „ელკანას“ სტანდარტის (`ოჯახური სასტუმრო სახლები სოფლად და პატარა ქალაქებში. ძირითადი დებულებები~.მსტ 20545291-002-2008) მინიმალურ მოთხოვნებს.

სათაური: სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი
ISBN: 978-9941-0-4066-5
გამოცემის თარიღი: 2012
ავტორი: „ელკანა“
ენა: ქართული
მოკლე ინფორმაცია:
გზამკვლევის გამოცემის მიზანია, ფართო საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, საქართველოს უძველესი მხარის - დიდი მესხეთის ნაწილი, და მიიღოს სანდო ინფორმაცია რეგიონში არსებული ღირშესანიშნაობების შესახებ. დამოუკიდებლად მოგზაურობის მოყვარულებს გზამკვლევი მიაწვდის ფართო ინფორმაციას რეგიონში არსებული ბუნებრივი და კულტურული ძეგლების, გზების, სასტუმროების, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების შესახებ, ხოლო თანდართული რუკა პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მათ ამა თუ იმ ღირშესანიშნავი ობიექტის ადგილმდებარეობის დაზუსტებასა და მიგნებაში.

სათაური: ღვინის დაყენება ქვევრში
ISBN: 978-9941-0-2611-9
გამოცემის თარიღი: 2010
ავტორი: გიორგი ბარისაშვილი
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
ბროშურა მიზნად ისახავს ღვინის ქართულად დაყენების ტექნოლოგიის პოპულარიზაციას. ქართული ტრადიციული ღვინო კი წარმოუდგენელია უქვევროდ! ბროშურა მოკლედ გაგაცნობთ ქვევრისა და მექვევრეობის წარსულსა და დღევანდელ მდგომარეობას, ქვევრის მოვლისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.

სათაური: ტურისტთა კვების თავისებურებანი
ISBN: 978-994-0-2206-7
გამოცემის თარიღი: 2010
ავტორი: ავთო ხაჭაპურიძე, ლელა ხარტიშვილი
ენა: ქართული
მოკლე ინფორმაცია:
ტურისტის ღირსეულად დახვედრას, ქართველების ტრადიციულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად, სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. მცირე ზომის სასტუმრო სახლებსა და, განსაკუთრებით, სოფლად გამართული საოჯახო სასტუმროებს ხელი არ მიუწვდებათ შესაბამისად მომზადებულ პერსონალსა და ინფორმაციაზე. სწორედ მათს დახმარებას ისახავს მიზნად აღნიშნული ბროშურა, სადაც პოპულარული ენითაა ახსნილი უცხოელთა კვების თავისებურებანი, კვების ორგანიზების ძირითადი წესები და ტურისტთა მომსახურების სხვა ელემენტები.

სათაური: ძველი ქართული კერძები
ISBN: 978-9941-0-2136-7
გამოცემის თარიღი: 2009
ავტორი: ტაიულ ბერიშვილი
ენა: ქართული [English]
მოკლე ინფორმაცია:
საქართველოში კერძების მრავალფეროვნებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ რას მიირთმევდნენ ჩვენი წინაპრები? ალბათ, ასეთი კითხვა ხშირად დაგბადებიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ჩვენი ყოველდღიური მენიუს დიდი ნაწილი შემოტანილი კულტურებისაგან დამზადებული კერძებისაგან შედგება, მართლაც საინტერესოა, რა კერძებს ამზადებდნენ ძველად? ამ კითხვებზე პასუხს იძლევა ბროშურა, სადაც გაეცნობით ადგილობრივი, გადაშენების პირას მდგარი მცენარეული ჯიშებისაგან დამზადებული კერძების რეცეპტებს.

« 1 2 3 »
საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება