publikaciebi
სათაური: გაზეთი „ელკანა“, #2(4), იანვარი
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2010
ავტორი:
ენა: ქართული [English]
მოკლე ინფორმაცია:

სათაური: ძველი ქართული კერძები
ISBN: 978-9941-0-2136-7
გამოცემის თარიღი: 2009
ავტორი: ტაიულ ბერიშვილი
ენა: ქართული [English]
მოკლე ინფორმაცია:
საქართველოში კერძების მრავალფეროვნებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ რას მიირთმევდნენ ჩვენი წინაპრები? ალბათ, ასეთი კითხვა ხშირად დაგბადებიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ჩვენი ყოველდღიური მენიუს დიდი ნაწილი შემოტანილი კულტურებისაგან დამზადებული კერძებისაგან შედგება, მართლაც საინტერესოა, რა კერძებს ამზადებდნენ ძველად? ამ კითხვებზე პასუხს იძლევა ბროშურა, სადაც გაეცნობით ადგილობრივი, გადაშენების პირას მდგარი მცენარეული ჯიშებისაგან დამზადებული კერძების რეცეპტებს.

სათაური: მებოსტნეობის ცნობარი
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2009
ავტორი: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა
ენა: ქართული
მოკლე ინფორმაცია:
ბოსტნეული კულტურების მოყვანა საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო - იგი მოჰყავდა ყველას, ვისაც კი შეხება ჰქონდა სოფელთან. მიუხედავად ამისა, ამჟამად ადგილობრივი ბოსტნეულით მოსახლეობის დაკმაყოფილება მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება. ბროშურაში, რომელსაც „ელკანა“ გთავაზობთ, გაეცნობით ბოსტნეულის (პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, ბოლოკი და სხვ.) მოვლა-მოყვანის ძირითად წესებს: თესლის შერჩევიდან დაწყებული მოსავლის აღების ვადებით დამთავრებული.

სათაური: თხილი - გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2009
ავტორი: გოჩა წერეთელი, თამაზ დუნდუა
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
თხილს კაკლოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია. სასარგებლო საკვები და სამკურნალო თვისებებისა და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო თხილის კულტურა ყოველთვის დიდ ინტერეს იწვევდა და დღესაც მსოფლიო ბაზრის ყურადღების ცენტრშია. ქართველი ფერმერები ძალზე დაინტერესებული არიან თხილის მოშენებით - საქართველოდან თხილი დიდი რაოდენობით გადის ევროპაში. ბროშურაში გაეცნობით თხილის მოყვანა-მოშენების, მოვლის წესებსა და იმ ჯიშებს, რომლებიც ჩვენშია გავრცელებული.

სათაური: ძროხის მოშენების, კვებისა და მოვლა-შენახვის ზოგიერთი საკითხი
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2009
ავტორი: რუსუდან ბარკალაია, თენგიზ ყურაშვილი
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
მეძროხეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია - ფურს ინახავს და რძის ნაწარმს ამზადებს სოფლის მოსახლეობის 85-90%, მაგრამ კვების, მოვლა-შენახვის პრიმიტიული პირობებისა და სანაშენე-სასელექციო საქმიანობის დაბალი დონის გამო დარგის პროდუქტიულობა მეტად დაბალია. ამ მდგომარეობის გამოსწორებას ემსახურება აღნიშნული ბროშურა, სადაც განხილულია რძის წარმოებასთან, პირუტყვის მოვლა-შენახვასთან და მისი ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხი, აგრეთვე ამ დარგის აღმავლობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

სათაური: ფუტკრის რძისა და დედების წარმოება
ISBN: 987-9941-0-2068-1
გამოცემის თარიღი: 2009
ავტორი: ვახტანგ ღოღობერიძე, თეიმურაზ ღოღობერიძე
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
დედა ფუტკრის გამოყვანა და ფუტკრის რძის წარმოება მეფუტკრეობის ერთ-ერთი შემოსავლიანი და საინტერესო განხრაა. ეს მიმართულება მეფუტკრისაგან მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, საფუტკრეში მუდმივ ყოფნასა და საკმაოდ დიდ მატერიალურ დანახარჯებს. ამიტომ მეფუტკრეებმა, რომლებიც აპირებენ სამრეწველო მიზნით აწარმოონ დედები და ფუტკრის რძე, უნდა შეარჩიონ ადგილობრივ პირობებს მორგებული რაციონალური ტექნოლოგია. სწორედ ასეთ ტექნოლოგიას გაეცნობით ამ ბროშურაში.

« 1 2 3 4 5 6 7 »
საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება