publikaciebi
სათაური: სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი
ISBN: 978-9941-0-4066-5
გამოცემის თარიღი: 2012
ავტორი: „ელკანა“
ენა: ქართული
მოკლე ინფორმაცია:
გზამკვლევის გამოცემის მიზანია, ფართო საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, საქართველოს უძველესი მხარის - დიდი მესხეთის ნაწილი, და მიიღოს სანდო ინფორმაცია რეგიონში არსებული ღირშესანიშნაობების შესახებ. დამოუკიდებლად მოგზაურობის მოყვარულებს გზამკვლევი მიაწვდის ფართო ინფორმაციას რეგიონში არსებული ბუნებრივი და კულტურული ძეგლების, გზების, სასტუმროების, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების შესახებ, ხოლო თანდართული რუკა პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მათ ამა თუ იმ ღირშესანიშნავი ობიექტის ადგილმდებარეობის დაზუსტებასა და მიგნებაში.

სათაური: „ბიომეურნე“, #1 (16)
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2011
ავტორი:
ენა: ქართული
მოკლე ინფორმაცია:

სათაური: სოფლის ტურიზმი საქართველოში - ელკანას სოფლის ტურიზმის ქსელი
ISBN:
გამოცემის თარიღი: 2011
ავტორი: „ელკანა“
ენა: ინგლისური
მოკლე ინფორმაცია:
კატალოგში შეგიძლიათ გაეცნოთ „ელკანას“ სოფლის ტურიზმის სასტუმრო სახლების ქსელის წევრი ოჯახების შესახებ ინფორმაციას. კატალოგში შეტანილი სასტუმრო სახლების მოწყობა და მომსახურება შეესაბამება „ელკანას“ სტანდარტის (`ოჯახური სასტუმრო სახლები სოფლად და პატარა ქალაქებში. ძირითადი დებულებები~.მსტ 20545291-002-2008) მინიმალურ მოთხოვნებს.

სათაური: ღვინის დაყენება ქვევრში
ISBN: 978-9941-0-2611-9
გამოცემის თარიღი: 2010
ავტორი: გიორგი ბარისაშვილი
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
ბროშურა მიზნად ისახავს ღვინის ქართულად დაყენების ტექნოლოგიის პოპულარიზაციას. ქართული ტრადიციული ღვინო კი წარმოუდგენელია უქვევროდ! ბროშურა მოკლედ გაგაცნობთ ქვევრისა და მექვევრეობის წარსულსა და დღევანდელ მდგომარეობას, ქვევრის მოვლისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.

სათაური: ტურისტთა კვების თავისებურებანი
ISBN: 978-994-0-2206-7
გამოცემის თარიღი: 2010
ავტორი: ავთო ხაჭაპურიძე, ლელა ხარტიშვილი
ენა: ქართული
მოკლე ინფორმაცია:
ტურისტის ღირსეულად დახვედრას, ქართველების ტრადიციულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად, სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. მცირე ზომის სასტუმრო სახლებსა და, განსაკუთრებით, სოფლად გამართული საოჯახო სასტუმროებს ხელი არ მიუწვდებათ შესაბამისად მომზადებულ პერსონალსა და ინფორმაციაზე. სწორედ მათს დახმარებას ისახავს მიზნად აღნიშნული ბროშურა, სადაც პოპულარული ენითაა ახსნილი უცხოელთა კვების თავისებურებანი, კვების ორგანიზების ძირითადი წესები და ტურისტთა მომსახურების სხვა ელემენტები.

სათაური: „სასოფლო-სამეურნეო კრედიტებისა და დაზღვევის კვლევის შედეგები "
ISBN: 978-9941-0-2353-8
გამოცემის თარიღი: 2010
ავტორი: დავით ჩარკვიანი, თამუნია ჭინჭარაული, ელენე შატბერაშვილი
ენა: GEO
მოკლე ინფორმაცია:
კვლევის მიზანია აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა, აგრეთვე, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისა და დაზღვევის სისტემის მიმოხილვა და ანალიზი. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის გამოცდილების განხილვა გადაწყდა წარსულში მათი აგროსექტორის საქართველოსთან სტრუქტურული სიახლოვის გამო და იმ ვარაუდით, რომ ამ ქვეყნებში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტებისა და დაზღვევის რეფორმები შესაძლოა წაადგეს საქართველოსაც.

« 1 2 3 4 5 6 7 »
საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება