Cven Sesaxeb

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა


ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა ფერმერთა გაერთიანებაა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.

ასოციაციის სამოქმედო პრინციპებია: ქვეყნის ტრადიციებს მისადაგებული თანამედროვე აზროვნება; სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართვა ქვეყნის ცხოვრებასა და განვითარებაში; ზნეობრიობა; თანამონაწილეობა სწავლასა და ქმედებაში; გარემოსდაცვითი ეთიკა და პროფესიონალიზმი.

დღეისათვის ასოციაცია აერთიანებს 900-ზე მეტ წევრს, მათ შორის არის ფერმერთა ჯგუფები, ასოციაციები, კოოპერატივები, საწარმოები და სხვ.


ელკანას” ისტორია


რატომ ვირჩევთ ბიომეურნეობას?


საქართველო დიდი აგრარული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც ოდითგანვე მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებითა და კულტურული ფლორის მრავალფეროვნებით იყო ცნობილი. მართლაც, ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი გარემო პირობები ხელსაყრელია მრავალი სხვადასხვა კულტურის მოსაყვანად. საქართველოს კარგად იცნობენ აქ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციით, როგორიცაა ღვინო, ხილი და ბოსტნეული. მაგრამ რთული მთაგორიანი ლანდშაფტი და მიწის ფრაგმენტაცია ვერ ქმნის იმის პირობებს, რომ ქართველმა გლეხმა წარმოების გაზრდით მიიღოს მოგება და კონკურენტუნარიანი იყოს გლობალურ სასაქონლო ბაზარზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის საშუალებით წარმოებულ იაფ პროდუქტებს, რითაც გაჯერებულია მსოფლიო ბაზარი, და რომელთა ფასიც, ხშირ შემთხვევაში, მათი წარმოების ფასზეც მნიშვნელოვნად დაბალია სხვა ქვეყნებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების ხარჯზე.

ელკანას ხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობა, სადაც ტრადიციულად ქვეყნის სამუშაო ძალის ნახევარზე მეტია დასაქმებული, მაღალი ხარისხის ბიოპროდუქციის მწარმოებელი სფეროა, რამდენადაც ბიობაზარი ერთადერთი ბაზარია მსოფლიოში, რომელიც განუხრელად იზრდება, ეკონომიკური კრიზისისა და სხვა ბაზრების შემცირების ფონზეც კი.


რას გულისხმობს ტერმინი "ბიომეურნეობა"?





საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება