SerCeuli sawarmoo jaWvebisaTvis klimatis cvlilebisadmi mdgradi agromoniuli sistemebisa da teqnologiebis danergva, treningebisa da sademonstracio nakveTebis naSTebis saSualebiT


1. კენკრის ბაღის გაშენება და მოვლა

ვიდეო კენკროვანი კულტურების შესახებ მოიცავს ინფორმაციას მათი შემადგენლობისა და სასარგებლო თვისებების შესახებ. ვიდეოში მოცემულია ჟოლოსა და მარწყვის ბაღის გაშენებისა და ჯიშების შესახებ ინფორმაცია, პრაქტიკული სახით ნაჩვენებია სხვლა-ფორმირება. კენკროვანი კულტურების ვიდეო გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, სადაც პროექტის ფარგლებში მოეწყო კენკრის სადემონსტრაციო ნაკვეთი, დამონტაჟდა წვეთოვანი მორწყვის სისტემა >>>

 

2. ქარსაფარი ზოლის მოწყობა

ქარსაფარის ზოლის მოწყობის შესახებ ვიდეოში მოცემულია ინფორმაცია ქარსაფარის მოწყობის ყველა ეტაპის შესახებ, ეს ეხება როგორც ადგილისა და ნარგავების შერჩევას, ასევე მის მოვლას და განახლებას. ვიდეოში მოწვეული დარგის ექსპერტები საუბრობენ საუბარია ქარსაფარის მნიშვნელობასა და მისი აღდგენის აუცილებლობაზე. ვიდეო რგოლი გადაღებულია კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში >>>

 

3. კომპოსტისა და ვერმიკომპოსტის ფერმის მოწყობა

ვიდეო მოიცავს ინფორმაციას კომპოსტისა და ვერმიკომპოსტის ფერმის შესახებ. ვიდეო რგოლში პრაქტიკული სახით არის ნაჩვენები კომპოსტის დამზადების პროცედურები. დარგის ექსპერტები საუბრობენ ვერმიკომპოსტის მნიშვნელობაზე და მისგან მიღებული სასუქის სარგებლიანობაზე. ვიდეო რგოლი გადაღებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, ზაზა ხარიბეგაშვილის სადემონსტრაციო ნაკვეთზე >>>

 

4. კონსერვაციული სოფლის მეურნეობა

ვიდეო რგოლში დარგის ექპერტები საუბრობენ კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის, ძირითადი პრინციპებისა და უპირატესობების შესახებ. ვიდეო პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს მისი მოწყობით დაინტერესებულ პირებს. ვიდეო რგოლი გადაღებულია სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, გიორგი გორგაძის სადემონსტრაციო ნაკვეთში, სადაც პროექტის ფარგლებში მოეწყო კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ნაკვეთი >>>

 

5. ვაშლის ბაღის გაშენება და მოვლა

ვიდეო პრაქტიკული სახით წარმოადგენს ვაშლის ბაღის გაშენება-მოვლის ყველა ეტაპს. მეხილეობის დარგის ექსპერტი, ლალი გოგინავა საუბრობს ვაშლის შემადგენლობისა და სასარგებლო თვისებების შესახებ. ვიდეოში ნაჩვენებია ვაშლის გასხვლა-ფორმირება და მოსავლის აღების პროცესი. ვიდეო რგოლი წარმოადგენს საინტერესო გზამკვლევს აღნიშნული კულტურით დაინტერესებული პირებისათვის. ვაშლის შესახებ ვიდეო გადაღებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გიორგი კოკოზაშვილის სადემონსტრაციო ნაკვეთში, სადაც პროექტის ფარგლებში მოეწყო სეტყვა-საწინააღმდეგო ბადე და მორწყვის წვეთოვანის სისტემა >>>

 

6. დაფნის ბაღის გაშენება და მოვლა

ვიდეო დაფნის შესახებ მოიცავს ინფორმაციას მისი შემადგენლობისა და სასარგებლო თვისებების შესახებ. ვიდეოში პრაქტიკული სახით ნაჩვენებია მცენარის გამრავლების გადაწვენის მეთოდი და გასხლვა-ფორმირება. დაფნის ვიდეო რგოლში არის განხილული მცენარის მავნებლები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. ვიდეო გადაღებულია სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, რევაზ კუკავას სადემონსტრაციო ნაკვეთში, სადაც პროექტის ფარგლებში მოეწყო წვეთოვანი მორწყვის სისტემა >>>

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება