სადემონსტრაციო ნაკვეთები

აჭარა

მერაბ ბოლქვაძე პროექტის ბენეფიციარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოჩხამურიდან. ის ფლობს 1ჰა მიწის ფართობს სადაც მოჰყავს ჟოლო. პროექტის ფარგლებში ფერმერის კუთვნილ ნაკვეთში მოეწყო თანამედროვე კენკრის ბაღი, დამონტაჟდა მორწყვისათვის წვეთოვანი სისტემა და შპალერული სისტემა. სადემონსტრაციო ნაკვეთის მფლობელის გადაეცა ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

2017-2019 წლებში კახეთში კენკრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარდა რამდენიმე თემატური ტრეინინგი, რომელზეც გადამზადდა 150-ზე მეტი ბენეფიციარი. დამსწრე პირებს ჩაუტარდათ ტრეინინგები კენკრის ბაღის გაშენება-მოვლადა და გასხლვა-ფორმირებაზე.

თენგიზ ქარცივაძე კივის სადემონსტრაციო მოდელის მფლობელია აჭარიდან. ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში მდებარეობს. პროექრის ფაგლებში 0,5 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთზე მოეწყო კივის თანამედროვე ბაღი, დამონტაჟდა მორწყვისათვის წვეთოვანი სისტემა და და ნაკვეთის მფლობელის გადაეცა ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

2016 წელს კივის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარდა კივის ბაღის გაშენება-მოვლის ტრეინინგი, რომელსაც დაესწრო 40მდე ადამიანი.


კახეთი

გლახო ხარაიშვილი, პროექტის ბენეფიციარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაისუბნიდან. ის ფლობს 7000მ2 მიწის ფართობს სადაც მოჰყავს მარწყვი და მოცვი. პროექტის ფარგლებში ხარაიშვილის კუთვნილ ნაკვეთში მოეწყო თანამედროვე კენკრის ბაღი, დამონტაჟდა მორწყვისათვის წვეთოვანი სისტემა და შპალერული სისტემა. სადემონსტრაციო ნაკვეთის მფლობელის გადაეცა ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

2017-2019 წლებში კახეთში კენკრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარდა რამდენიმე თემატური ტრეინინგი, რომელზეც გადამზადდა 300-ზე მეტი ბენეფიციარი. დამსწრე პირებს ჩაუტარდათ ტრეინინგები კენკრის ბაღის გაშენება-მოვლადა და გასხლვა-ფორმირებაზე, ამასთანავე პროდუქციის მარკეტინგის საკითხებზე.

გოგი ქურციკაშვილი ქარსაფარის სადემონსტრაციო მოდელის მფლობელია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. მისი კუთვნილი ნაკვეთის ფართობი შეადგენს 0,5 ჰა-ს სადაც მესაკუთრეს მოჰყავს ერთწლიანი კულტურა. ნაკვეთში მოწყობილი ქარსაცავი ზოლის სიგრძე შეადგენს 50მ-ს, ხოლო სიგანე 9 მ-ს. ქარსაცავის მოწყობამდე ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: 118 გრძივ მეტრზე შემოიღობა პერიმეტრი და ლითონის მილებზე დამაგრდა მავთულბადე, მოინიშნა სარგავი ადგილები და მომზადდა მცენარის დასარგავი 0,5მX0,5მ ზომის ბაქნები, დაირგო 100 ძირი კიპაროსი, ნეკერჩხალი და თუთა.

2018-2019 წლებში კახეთის რეგიონში ჩატარდა ქარსაფარი ზოლის მოწყობასთან დაკავშირებული რამდენიმე ტრეინინგი გადამზადდა 150-მდე დაინტერესებული ფერმერი.

სიმონ რუაძე, ბენეფიციარი კახეთიდან. პროექტის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 1ჰა ფართობის ატმის ბაღში დამონტაჟდა მორწყვის წვეთოვანი სისტემა და მოეწყო სეტყვა-საწინააღმდეგო ბადე. ფერმერს გადაეცა ორგანული ბიო სასუქების ერთი წლის მარაგი, პლასტმასის მულჩები ხეხილის ბაღისათვის და სამუშაო იარაღები.

2016-2019 წლებში კახეთის რეგიონში ჩატარდა ატმის ბაღის მოწყობისა და პროდუქციის მარკეტინგის თემატური ტრეინინგები, რომელზეც გადამზადდა 200-მდე დაინტერესებული ფერმერი. მათ მიიღეს ცოდნა ატმის ბაღის გაშენებისა და მოვლის შესახებ, ჩატარდა პრაქტიკული საველე ტრეინინგები ატმის ბაღში მცენარის გასხლვა-ფორმირებაზე, ფერმერებმა მიიღეს ცოდნა მცენარის მოვლის ბიო საშუალებებისა და მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

თამაზ ხარაიშვილის ბოსტნეულის საჩითილე სათბური მდებარეობს კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოდაანში. სადემონსტრაციო ნაკვეთის ფართობი შეადგენს 100 მ2 მიწას, სადაც მოეწყო საჩითილე სათბური. ასევე, მესაკუთრეს გადაეცა ორგანული სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

ზაზა ჩიკვაიძე ქარსაფარის სადემონსტრაციო მოდელის მფლობელია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. მისი კუთვნილი ნაკვეთის ფართობი შეადგენს 6,7 ჰა-ს, აქედან 5ჰექტარზე გაშენებულია ვენახი, ხოლოდ 1.7ჰა-ზე მესაკუთრეს მოჰყავს ერთწლიანი კულტურებიდან ხორბალი, მზესუმზირა და სხვა. ნაკვეთში მოწყობილი ქარსაცავი ზოლის სიგრძე შეადგენს 170მ-ს, ხოლო სიგანე 8 მ-ს. ქარსაცავის მოწყობამდე ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: 356 გრძივ მეტრზე შემოიღობა პერიმეტრი და ლითონის მილებზე დამაგრდა მავთულბადე, მოინიშნა სარგავი ადგილები და მომზადდა მცენარის დასარგავი 0,4მX0,4მ ზომის ბაქნები, დაირგო 340 ძირი კიპაროსი, ნეკერჩხალი, იფანი და თუთა.

2018-2019 წლებში კახეთის რეგიონში ჩატარდა ქარსაფარი ზოლის მოწყობასთან დაკავშირებული რამდენიმე ტრეინინგი და გადამზადდა 150-მდე დაინტერესებული ფერმერი.


სამეგრელო

გიმზერ კოკაიას ხურმის სადემონსტრაციო მოდელი მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახაოში. ნაკვეთის ფართობი შეადგებს 0,50 ჰექტარ მიწას, სადაც მესაკუთრეს მოჰყავს ხურმა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა მორწყვისათვის წვეთოვანი სისტემა. ასევე მესაკუთრეს გადეცა ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

2016-2019 წლებში სამეგრელოში ჩატარდა რამდენიმე თემატური ტრეინინგი. დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ცოდნა ხურმის ბაღის გაშენება-მოვლის, მცენარის გასხლვა-ფორმირებისა და მარკეტინგის საკითხებზე. ამ პერიოდში გადამზადდა 200-ზე მეტი დაინტერესებული პირი.

რევაზ კუკავას დაფნის სადემონსტრაციო მოდელი მდებარეობს სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში. სადემონსტრაციო ნაკვეთის ფართობი შეადგენს 6000 მ2 მიწას, სადაც ფერმერს წლებია მოჰყავს დაფნა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა წყლის მორწყვის წვეთოვანი სისტემა და მესაკუთრეს გადაეცა ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

2018-2019 წლებში ჩატარდა დაფნის ბაღის გაშენება-მოვლისა და პროდუქციის მარკეტინგის რამდენიმე ტრეინინგი და გადამზადდა დაინტერესებული 200 მდე პირი.

გიორგი გორგაძე არის კონსერვაციული სოფლის მეურნეობისა და ვერმიკომპოსტის სადემონსტრაციო მოდელის მფლობელი სამეგრელოში, სოფელ ახალსოფელში. პროექტის ფარგლებში მისი სახლის ეზოში დაიდგა 60მ2 ფართობის დროებითი ნაგებობა, სადაც განთავსდა ვერმიკომპოსტის ფერმა. მას გადაეცა 40 სადედე ჭიაყელის ოჯახი და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

2018-2019 წლებში სამეგრელოში ჩატარდა ვერკომპოსტის ფერმის მოწყობის, ორგანული სასუქების დამზადებისა და მის მარკეტინგთან დაკავშირებული ტრეინინგები, რომელზეც გადამზადდა 150-ზე მეტი დაინტერესებული ფერმერი. მათ მიიღეს ცოდნა ბიოჰუმუსის, როგორც საუკეთესო ორგანული სასუქის შესახებ, გაეცნენ კომპოსტის დამზადების წესს, აიმაღლეს ცოდნა ვერმიკომპოსტის ფერმაში ჭიაყელების მიერ მომზადებული ბიო სასუქის სარგებლიანობის შესახებ.


შიდა ქართლი

ალექსანდრე გეგელაშვილი პროექტის ბენეფიციარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ხვედურეთიდან. ის ფლობს 1ჰა მიწის ფართობს სადაც მოჰყავს ჟოლო. პროექტის ფარგლებში გეგელაშვილის კუთვნილ ნაკვეთში მოეწყო თანამედროვე კენკრის ბაღი, დამონტაჟდა მორწყვისათვის წვეთოვანი სისტემა და შპალერული სისტემა. სადემონსტრაციო ნაკვეთის მფლობელის გადაეცა ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

2017-2019 წლებში კახეთში კენკრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარდა რამდენიმე თემატური ტრეინინგი, რომელზეც გადამზადდა 200-ზე მეტი ბენეფიციარი. დამსწრე პირებს ჩაუტარდათ ტრეინინგები კენკრის ბაღის გაშენება-მოვლადა და გასხლვა-ფორმირებაზე, ამასთანავე პროდუქციის მარკეტინგის საკითხებზე.

ნოდარ ციცაგის ბოსტნეულის საჩითილე სათბური მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში. სადემონსტრაციო ნაკვეთის ფართობი შეადგენს 100 მ2 მიწას, სადაც მოეწყო საჩითილე სათბური. ასევე, მესაკუთრეს გადაეცა ორგანული სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

2017-2019 წლებში სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარდა თემატური ტრეინინგები საჩითილე სათბურის მოწყობის შესახებ, რომელსაც დაესწრო 170 მდე მეტი დაინტერესებული ფერმერი

ფირუზ ბაზანდარაშვილი ქარსაფარის სადემონსტრაციო მოდელის მფლობელია გორი მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში. მისი კუთვნილი ნაკვეთში მოწყობილი ქარსაცავი ზოლის სიგრძე შეადგენს 200მ-ს, ხოლო სიგანე 6 მ-ს. ქარსაცავის მოწყობამდე მოინიშნა სარგავი ადგილები და მომზადდა მცენარის დასარგავი, დაირგო 400 ძირი მარადმწვანე კიპაროსისა და იფანის ნერგები.

2018-2019 წლებში კახეთის რეგიონში ჩატარდა ქარსაფარი ზოლის მოწყობასთან დაკავშირებული რამდენიმე ტრეინინგი და გადამზადდა 100-მდე დაინტერესებული ფერმერი.

გიორგი კოკოზაშვილი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მოწყობილი ვაშლის სადემონსტრაციო მოდელის მეპატრონეა. პროექტის ფარგლებში 1 ჰექტარ მიწაზე დამონტაჟდა სეტყვა-საწინააღმდეგო ბადე და მოეწყო მორწყვის წვეთოვანი სისტემა. ფერმერს გადაეცა ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ერთი წლის მარაგი.

2017-2019 წლებში სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარდა ტრეინინგები ვაშლის სხვლა-ფორმირებაზე, მოსავალის აღებასა და პროდუქციის მარკეტინგზე. დატრეინინგდა 200ზე მეტი დაინტერესებული ფერმერი, რომელთაც აიმაღლეს ცოდნა ვაშლის ბაღის მოვლის საკითხებზე.

ზაზა ხარიბეგაშვილი ვერმიკომპოსტისა და კომპოსტის სადემონსტრაციო მოდელის მფლობელია, რომელიც შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარალეთში მოეწყო. პროექტის ფარგლებში მისი სახლის ეზოში დაიდგა 60მ2 ფართობის დროებითი ნაგებობა, სადაც განთავსდა ვერმიკომპოსტის ფერმა. მას გადაეცა 40 სადედე ჭიაყელის ოჯახი და მცენარეთა დაცვის საშუალებები.

2018-2019 წლებში შიდა ქართლში ჩატარდა ვერკომპოსტის ფერმის მოწყობის, ორგანული სასუქების დამზადებისა და მის მარკეტინგთან დაკავშირებული ტრეინინგები, რომელზეც გადამზადდა 150-ზე მეტი დაინტერესებული ფერმერი. მათ მიიღეს ცოდნა ბიოჰუმუსის, როგორც საუკეთესო ორგანული სასუქის შესახებ, გაეცნენ კომპოსტის დამზადების წესს, აიმაღლეს ცოდნა ვერმიკომპოსტის ფერმაში ჭიაყელების მიერ მომზადებული ბიო სასუქის სარგებლიანობის შესახებ.


რაჭა

მანუჩარ გობეჯიშვილი მეფუტკრეობის სადემონსტრაციო მოდელის მფლობელია რაჭაში. პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზნარაში, მის საკუთარ ფართში რომელიც თანადაფინანსებით გარემონტდა, განთავსდა ევროპული წარმოების თაფლის საწური დანადგარი - ციბრუტი. ამასთანავე ფერმერს გადაეცა მეფუტკრეობის საჭირო ინვენტარი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მანუჩარ გობეჯიშვილისათვის 21 ცალი ფუტკრის ოჯახისა და სკების გადაცემა. ამასთანავე, სადემონსტრაციო ნაკვეთზე დაგეგმილია თემატური ტრეინინგების ჩატარება.


ყაზბეგი

ნოდარ წამალაიძე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო მოდელის მფლობელია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში. პროექტის ფარგლებში წამალაიძის საკუთარ ფართში რომელიც თანადაფინანსებით გარემონტდა, დაგეგმილია ევროპული წარმოების თაფლის საწური დანადგარის - ციბრუტისა და მეფუტკრეობის ინვენტარის განთავსება. ამასთანავე ფერმერს გადაეცემა 21 ცალი ფუტკრის ოჯახისა და სკების გადაცემა. სადემონსტრაციო ნაკვეთზე დაგეგმილია თემატური ტრეინინგების ჩატარება.

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება