პროექტის შესახებ

პროექტი „შერჩეული საწარმოო ჯაჭვებისათვის კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი აგრონომიული სისტემებისა და ტექნოლოგიების დანერგვა ტრენინგებისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების საშუალებით“ არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) მიერ, მის ადმინისტრირებას ახდენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო აქტივობებს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა.

პროექტი მიზნად ისახავს შერჩეული საწარმოო ჯაჭვებისათვის კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადი აგრონომიული სისტემებისა და ტექნოლოგიების დანერგვას კახეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, სამეგრელოში, რაჭასა და ყაზბეგში. ამასთანავე პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ფერმერების შემოსავლის ზრდის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება: სადემონსტრაციო მოდელების მოწყობა სამიზნე არეალებში, ფერმერებისა და ს/ს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების გადამზადება ტრეინინგების საშუალებით, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ გაცნობა ფერმერებისათვის, გაცვლითი ვიზიტების ორგანიზება, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ფემერებს მოინახულონ სხვადასხვა რეგიონებში პროექტის ფარგლებში შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთები, თემატური ვიდეო რგოლების გადაღება და „ფერმერთა გზამკვლევის“ - ბროშურის გამოცემა და გავრცელება.

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება