2004 წელს, Oxfam Novib-ის ხელშეწყობით, ასოციაცია „ელკანას“ ოფისში ფუნქციონირება დაიწყო ტრენინგცენტრმა. კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შემუშავდა ტრენინგკურსები და დღეისათვის „ელკანა“ გთავაზობთ ზრდასრულთა სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული ტრენინგების ფართო არჩევანს, რომელიც მოკლე დროში ცოდნის გაღრმავებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენის საშუალებას მოგცემთ. ყველა ტრენინგ კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად გასაგები ფორმით და პასუხობს კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფის მოთხოვნებს.
ტრენინგკურსები განკუთვნილია:
- ფერმერებისათვის;
- მეწარმეებისათვის;
- სოფლის ტურიზმში ჩართული პირებისა და ორგანიზაციებისათვის;
- არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის;
- სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეებისათვის (როგორც ფაკულტატიური სწავლება);
- სახელმწიფო მოხელეებისათვის;
- NGO-ს თანამშრომლებისათვის;
- სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
„ელკანა“ გთავაზობთ შემდეგ ტრენინგკურსებს:
2. ბიომეურნეობა მაღალმთიან რეგიონებში;
4. ფუტკრის რძისა და დედების წარმოება;
6. ღვინის დეგუსტაციის შესწავლა;
7. მეღვინეობა და ღვინის დეგუსტაციის შესწავლა;
10. მეხილეობა;
11. მებოსტნეობა;
12. თემის ლიდერობა;
13. თემთან მუშაობა და სათემო მობილიზება (PLA მეთოდოლოგიები);
14. ტურიზმისოფლად და პატარა ქალაქებში;
15. ორგანიზაციული განვითარება;
17. მარკეტინგის საფუძვლები მცირე მეწარმეებისათვის;
18. კოოპერირება და მარკეტინგი;
„ელკანას“ტრენინგ კურსები ტარდება ასოციაციის ტრენინგ ცენტრში ან სხვა ადგილას (შემკვეთის სურვილით).„ელკანას“ ტრენინგ ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი ტრენინგის მშვიდ და კომფორტოლ გარემოში ჩასატარებლად: თანამედროვე დარბაზი, შესაბამისი აღჭურვილობა, მაღალი ხარისხის კვებითი მომსახურება.
ტრენინგკურსის ჩატარების პირობები:
- ყოველი კურსის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი დაკვეთისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე;
- კურსის დამკვეთის სურვილის შესაბამისად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება ინდივიდუალური პროგრამის შედგენა;
- ყოველი კურსის ღირებულება ანგარიშდება ინდივიდუალურად, კურსის ხანგრძლივობის, ჩატარების ადგილისა და სხვა ფაქტორების მიხედვით, რის შემდეგაც დამკვეთთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.