ZiriTadi saqmianobebi

“ელკანას” საქმიანობის სფეროებია:


  •  კონსულტაციები ორგანული აგროწარმოების დარგში;
  •  საქართველოში ბიოპროდუქციის ბაზრის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
  •  ბიოპროდუქციის გადამუშავება-რეალიზაციისა და მისი შემოსავლის მომტან ბიზნესად გადაქცევის ხელშეწყობა;
  •  ბიოპროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა;
  •  ახალი ბიოპრეპარატებისა და ტექნოლოგიების გამოცდა, პოპულარიზაცია და დანერგვა ბიომეურნეობაში;
  •  ადგილობრივი, ტრადიციული, გადაშენების პირას მდგარი ძველი ქართული ჯიშების აღდგენა და მდგრადი გამოყენება;
  •  თემის ჩამოყალიბებისა და გააქტიურების ხელშეწყობა სოფლად;
  •  სოფლად ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა;
  •  ბიომეურნეთა გაერთიანებისა და კოოპერირების ხელშეწყობა;
  •  ბიომეურნეობის, ტრადიციული ჯიშებისა და ბიოპროდუქციის პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში;
  •  ბიომეურნეთა უფლებების დაცვა.

 

 

 

“ელკანას” მომსახურების ძირითადი მიმართულებებია:


  •  მეურნეობის მართვის ბიომეთოდებზე გადასვლის გეგმის შემუშავება;
  •  მეურნეობის ეკონომიკური დაგეგმვა, ოპტიმიზაცია;
  •  საკონსულტაციო მომსახურება ორგანული აგროწარმოების სფეროში;
  •  კონსულტაციები ბიზნეს-დაგეგმარებასა და მარკეტინგში;
  •  ადგილობრივი ტრადიციული ქართული ჯიშების სათესლე და სარგავი მასალის მიწოდება ფერმერთათვის;
  •  ტრენინგები და სემინარები ბიოაგროწარმოების, სამრჩევლო მომსახურების, ბიზნეს-დაგეგმარების, სათემო მობილიზაციის, სოფლის ტურიზმისა და ბიოუსაფრთხოების, საკითხებზე.

 

 

“ელკანა” ფინანსდება გრანტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის წევრების შემოწირულობებით. თავისი მიზნების ფარგლებში ასოციაცია თანამშრომლობს დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

 

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება