TemTan muSaoba da saTemo mobilizeba

თემთან მუშაობა და სათემო მობილიზება


ტრენინგკურსის მიზანი:

 

სათემო მობილიზების საკითხებით დაინტერესებულ პირებს მოკლე დროში გააცნოს კონკრეტული მიდგომები და მეთოდები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია თემთან მუშაობის პროცესში: ინფორმაციის სწრაფი შეგროვება, თემის საჭიროებების ერთობლივი შესწავლა, თემის მობილიზება ძირითადი პრობლემის გადაწყვეტისათვის და სხვ.

კურსის გავლის შედეგად მონაწილეები:

  •  შეიძენენ შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას;
  •  გამოიმუშავებენ შესაბამის მიდგომებსა და უნარ-ჩვევებს;
  •  შეძლებენ დამოუკიდებლად მუშაობას მიზნობრივ ჯგუფებთან.

 

 

კურსის ძირითადი თემებია:

 

  • ახალი მიდგომები თემთან მუშაობაში;
  • თემის საჭიროებების სწრაფი შეფასება (RRA);
  • თემის საჭიროებების (პრობლემების) მოგვარების გზების ერთობლივი შესწავლა (PRA);
  • თანამონაწილობითი მეთოდების RRA+ PRA) ძირითადი საფუძვლები;
  • ჩვენი მიდგომა და ქცევა;
  • ფასილიტატორის როლი და ქცევა;
  • თემთან მუშაობის მოსამზადებელი ნაბიჯები;
  • მოსმენისა და დაკვირვების უნარი;
  • თემთან მუშაობის სქემა;
  • წინასწარი მონაცემების მოძიება და განხილვა;
  • ნახევრადსტრუქტურული ინტერვიუ;
  • თემის კრება;
  • კომიტეტთან მუშაობა (თემის საინიციატივო ჯგუფი);
  • სწავლების ციკლი;
  • მიზნების ფორმულირება, პროექტის მომზადება და ფინანსური უზრუნველყოფა, პროექტის წარმატება, შეფასება;
  • მონიტორინგი და შეფასება;


ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 2+1 დღე (ორი დღე - თეორია, მე-3 დღე პრაქტიკული სწავლება)


 

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება