mexileoba

მეხილეობა

ტრენინგკურსის მიზანი:


მეხილეობით დაინტერესებულ პირები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ხეხილის ბაღის მოწყობის, ჯიშების შერჩევის, მოვლის შესახებ; მსმენელები გაეცნობიან ბიომეხილეობის პრინციპებსა და მეთოდებს, რაც ხელს შეუწყობს მეურნეობის ეფექტურად მართვას და ბიომეთოდების დანერგვას.


კურსის ძირითადი თემებია:


  •  ბიომეხiლეობის პრინციპები;
  •  მეხილეობის ისტორია საქართველოში; გავრცელებული kulturები და ჯიშები;
  •  მეხილეობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები;
  •  ხეხილოვანი კულტურების ანატომიისა და ფიზიოლოგიის საფუძვლები; განვითარების ძირითადი ფაზები;
  •  ხეხილის ბაღის გაშენების წინაპირობები;
  •  ხეხილის ბაღის გაშენება და მოვლის თავისებურებანი;
  •  ხეხილის გასხვლა-ფორმირება;
  •  მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;
  •  ხეხილოვანი კულტურების მოთხოვნილება გარემო ფაქტორებისადმი;
  •  ხილ-კენკროვანი კულტურების ზრდისა და მსხმოიარობის კანონზომიერებანი;
  •  ბიომeხiლეობაში გამოსაყენებელი პერსპექტიული პრეპარატები.

 

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 2 დღე.


სავიზუალიზაციო მასალა:


ტრენინგზე ნაჩვენები იქნება ფილმები მეხილეობის პრაქტიკულ საკითხებზე (ორმოების ამოღება, დარგვა, გასხვლა-ფორმირება და სხვ.).


 

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება