futkris rZisa da dedebis warmoeba

ფუტკრის რძისა და დედების წარმოება


ტრენინგკურსის მიზანი:


მეფუტკრეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ფუტკრის რძისა და დედების წარმოების პრინციპებისა და მეთოდოლოგიის შესახებ, რაც დაეხმარება მათ მეფუტკრეობის ახალი პროდუქტების შექმნაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში.


კურსის ძირითადი თემებია:


  •  ფუტკრის რძის მნიშვნელობა;
  •  საჭირო ინვენტარის მომზადება, შერჩევა;
  •  აღმზრდელი ოჯახების ფორმირება;
  •  ფუტკრის რძისა და მწიფე სადედეების წარმოება;
  •  განაყოფიერებული დედა ფუტკრების მიღება;
  •  დედის შეცვლა სადედე ნუკლეუსებში განაყოფიერებული დედა ფუტკრების მასიური წარმოების დროს.


ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 4 დღე (3 დღე - თეორიული სწავლება. მე-4 დღე - პრაქტიკული მეცადინეობა საფუტკრეში)


სავიზუალიზაციო მასალა:


ტრენინგზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები ფუტკრის რძისა და დედების წარმოების თანამედროვე მეთოდებზე.


 

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება