advokatireba

„ელკანა“ 10 წელზე მეტია მუშაობს ფერმერებისთვის ხელშემწყობი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემოს შექმნის, ბიოაგროწარმოების, აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოუსაფრთხოების კანონმდებლობის ადვოკატირების საკითხებზე.


„ელკანას“ საზოგადოებრივი ურთიერთობების განყოფილების „ადვოკატირების ჯგუფი“ ხელს უწყობს ბიოფერმერთა გააქტიურებასა და მათი პრობლემებისა და მოსაზრებების გადაწყვეტილებების მიმღებებამდე მიტანას.


„ადვოკატირების ჯგუფი“ მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროექტებთან, კოალიციებთან და სხვ.; და ახორციელებს მონიტორინგს ქვეყანაში ბიოწარმოების, მცირე ფერმერობის განვითარებისა და აგრარული ბიომრავალფეროვნების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე. ამავე დროს, „ელკანა“ ახდენს ფართო საზოგადოების მობილიზებას ბიოწარმოებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და ხელს უწყობს ფერმერებისა და ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკური დიალოგს.


„ადვოკატირების ჯგუფი“ აწყობს თემატურ სემინარებსა და კონფერენციებს, ატარებს კვლევებს, ამზადებს თემატურ პუბლიკაციებს, სტანდარტებსა და ანალიტიკურ დოკუმენტებს შემდეგ სფეროებში:


  • სოფლის მეურნეობის პოლიტიკა საქართველოში (მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარების სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს შეფასება, მათ შორის ექსტენციის ცენტრებისა და ფერმერთა კოოპერაციის განვითარება);
  • ბიოაგროწარმოების რეგულირება;
  • აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვა (მათ შორის გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ინტელექტუალური სამართლის საკითხები);
  • ბიოუსაფრთხოება;
  • სურსათის უვნებლობა;
  • სასურსათო უსაფრთხოება;
  • ტრადიციული პროდუქტების დაცვა;
  • სასოფლო-სამეურნეო დაზღვევა და დაკრედიტება, და სხვ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:  ტელ.: + 995 32 2 536486  ელ.ფოსტა: advocacy@elkana.org.ge

კანონმდებლობა, სტანდარტები, სტრატეგიები


სტატიები და კვლევები

სასარგებლო ბმულები

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება