
"ელკანას" წევრთა მომსახურეობის გადასახადი კატეგორიების მიხედვით
ასოციაცია "ელკანაში" შეიძლება გაწევრიანდეს ნებისმიერი მსურველი, ინდივიდუალური ფერმერი/მოქალაქე, ფერმერთა გაერთიანებები, კოოპერატივები, ასოციაციები, მეწარმესუბიექტები, რელიგიური ორგანიზაციები და სხვა. ასოციაციის წევრები იხდიან საწევრო გადასახადს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
I კატეგორია
10 ლარი წელიწადში - ინდივიდუალური/იდეოლოგიური წევრებისა და მცირე ფერმერებისათვის (1ჰა და ნაკლები მიწის ფართობი);
ითვალისწინებს შემდეგი სახის კონსულტაციებს:
1. ბიომეურნეობის წარმოების ძირითადი პრინციპების გაცნობა;
2. ბიოპროდუქციის წარმოების სტანდარტების გაცნობა და ბიოწარმოებაში დაშვებული პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
3. "ელკანას" მიერ ორგანიზებულ თემატურ სემინარებზე დასწრების შესაძლებლობა;
4. კონსულტაციის გაწევა "ელკანას" ოფისში, ასევე - ტელეფონით, ელ-ფოსტით და ინტერნეტის საშუალებით;
5. ფერმერთა მოთხოვგნის შემთხვევაში გასვლითი კონსულტაციის ორგანიზება ელკანას მიერ (მინიმუმ 5 წევრი რეგიონში).
II კატეგორია
30 ლარი წელიწადში - მცირე/საშუალო ფერმერებისთვის (3ჰა და ნაკლები მიწის ფართობი);
ითვალისწინებს შემდეგი სახის კონსულტაციებს:
1. ბიომეურნეობის წარმოების ძირითადი პრინციპების გაცნობა;
2. ბიოპროდუქციის წარმოების სტანდარტების გაცნობა და ბიოწარმოებაში დაშვებული პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
3. "ელკანას" მიერ ორგანიზებულ თემატურ სემინარებზე დასწრების შესაძლებლობა;
4. მეურნეობის აღწერის ფორმის შევსება ("ელკანას" სტანდარტული ფორმის მიხედვით);
5. კონსულტანტის ვიზიტი რეგიონში ფერმერთა გეგმიური შემოვლისათვის საკონსულტაციოდ წელიწადში ერთხელ (მინიმუმ 3 ფერმერის კონსულტირება დღეში);
6. რეკომენდაციებისა და რჩევების ფურცლის მიწოდება;
7. "ელკანას" მიერ ორგანიზებულ თემატურ სემინარებზე დასწრების შესაძლებლობა;
8. კონსულტაციის გაწევა სამეწარმეო საკითხებზე "ელკანას" ოფისში, ასევე - ტელეფონით, ელ-ფოსტითა და სოციალური ქსელებით;
9. ბიოსერტიფიცირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
10. "ელკანას" ხარისხის ნიშნის მიღების შესაძლებლობაძე ინფორმაციის მიწოდება;
11. თესლისა და ნერგის (ასევე სანაშენე ცხოველის, ფრინველისა და ფუტკრის) მოძიებაში ხელშეწყობა;
12. "ელკანას" მიერ ორგანიზებულ რეგიონულ, სემინარებზე და ფერმერის დღეებზე მონაწილეობის მიღების საშუალება.
შენიშვნა: "ლკანას" მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე დასწრების შემთხვევაში 40%-იანი ფასდაკლებაა.
III კატეგორია
80 ლარი წელიწადში - საშუალო/მსხვილი (3ჰა და მეტი მიწის ფართობი) ფერმერებისთვის, კოოპერატივებისა და საწარმოებისთვის;
ითვალისწინებს შემდეგი სახის კონსულტაციებს:
1. ბიომეურნეობის წარმოების ძირითადი პრინციპების გაცნობა;
2. ბიოპროდუქციის წარმოების სტანდარტების გაცნობა და ბიოწარმოებაში დაშვებული პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
3. "ელკანას" მიერ ორგანიზებულ თემატურ სემინარებზე დასწრების შესაძლებლობა;
4. მეურნეობის აღწერის ფორმის შევსება, ბიოწაქრმოებაზე გადასვლის გეგმის შედგენაში ხელშეწყობა და კონსულტაციები მეურნეობაში წელიწადში ერთხელ (მეწარმე/ფერმერი უზრუნველჰყოფს ტრანსპორტირებას);
5. რეკომენდაციებისა და რჩევების ფურცლის მიწოდება;
6. "ელკანას" მიერ ორგანიზებულ თემატურ სემინარებზე დასწრების შესაძლებლობა;
7. იურიდიული კონსულტაციის გაწევა სამეწარმეო საკითხებზე "ელკანას" ოფისში, ასევე - ტელეფონით, ელ-ფოსტითა და სოციალური ქსელებით;
8. ბიოსერტიფიცირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
9. თესლისა და ნერგის (ასევე სანაშენე ცხოველის, ფრინველისა და ფუტკრის) მოძიებაში ხელშეწყობა;
10. "ელკანას" ხარისხის ნიშნის მიღების შესაძლებლობაძე ინფორმაციის მიწოდება;
11. "ელკანას" მიერ ორგანიზებულ რეგიონულ, სემინარებზე და ფერმერის დღეებზე მონაწილეობის მიღების საშუალება.
12. საჭიროების შემთხვევაში ექსპერტების (მეცნიერების, სპეციალისტების) ჩართვა გამოვლენილი პრობლემის შესასწავლად და გადასაწყვეტად (ადგილზე ჩაყვანას უზრუნველჰყოფს ფერმერი);
13. კონსულტაციის გაწევა საკრედიტო განაცხადის, მარკეტინგის საკითხებში, ბიზნეს გეგმის და საგრანტო განაცხადის მომზადებაში, "ელკანას" ოფისში, ასევე - ტელეფონით, ელ-ფოსტითა და სოციალური ქსელებით;
14. კონვერსიის გეგმის შედგენაში დახმარება, მასერტიფიცირებელი ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად (მეწარმე/ფერმერი უზრუნველჰყოფს ტრანსპორტირებას);
15. "ელკანას" ხარისხის ნიშნის მიღების მსურველი მეწარმეებისათვის/ფერმერთათვის - განაცხადის შემოტანის უფლება, გეგმიური ინსპექტირების ჩატარება წელიწადში ერთხელ (მეწარმე/ფერმერი უზრუნველჰყოფს ტრანსპორტირებას), გაუფრთხილებელი ინსპექტირება წელიწადში ერთხელ ("ელკანა" უზრუნველჰყოფს ტრანსპორტირებას).
შენიშვნა: "ელკანას" მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე დასწრების შემთხვევაში, ასევე "ელკანას" მიერ გამოცემულ ბროშურებსა და წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლებაა.
"ელკანას" მომსახურეობის შეთავაზება
თუ წევრი გამოთქვამს სურვილს, წევრობით განსაზღვრული კონსულტაციის გარდა, შეუძლია დამატებით შემდები მომსახურეობის მიღება:
1. საპროექტო განაცხადის მომზადება;
2. დახმარება ბიზნეს გეგმის დაწერაში;
3. მარკეტინგული გეგმის შედგენა;
4. ხელშეწყობა პროდუქტის სარეალიზაციოდ მომზადებაში;
5. დარგობრივი საკონსულტაციო მპომსახურეობა (მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მემარცვლეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეღვინეობა და პერმაკულტურა);
6. იურიდიული კონსულტაცია სოფლისმეურნეობის მიმართულებით.
შენიშვნა: მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შესასრულებელი საქმიანობის სირთულის და დამატებითი ხარჯის დადგენის შემდეგ.