

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანა” დაფუძნდა 1994 წელს, 1996 წლიდან ის ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) წევრია. ორგანიზაციის წევრები არიან საქართველოს ფერმერები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, მეცნიერები, საქართველოში ბიომეურნეობის მდგრადი განვითარებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებული პირები. ”ელკანაში” დღეისათვის გაწევრიანებულია 450 პირი.
ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.
მიგვაჩნია, რომ განვითარებული ბიომეურნეობების, როგორც სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის საუკეთესო ფორმის, დამკვიდრება სახელმწიფოში არა მარტო საღი საკვებისა და გარემოს, მომავალი თაობების სიჯანმრთელის საწინდარია, არამედ მას მზარდი ეკონომიკური პოტენციაც მოეპოვება, რომლის რეალიზაციას ხელს შეუწყობს სოფლად ძლიერი თემის ჩამოყალიბება
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ გახდა ISO 9001/2000 სერტიფიკატის მფლობელი. მასერტიფიცირებელი კომპანიაა Social-Cert-GmbH (მიუნხენი, გერმანია). სერტიფიცირების სფეროებია: სამრჩევლო განყოფილება და ტრენინგ ცენტრი.



