თემის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის ნავთობსადენის აღმოსავლეთი ნაწილის მიმდებარე სოფლებში
 
დონორები
BP
 
პერიოდი
2015 - 2018
 
აღწერილობა



ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა -
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 2

 

2015 წლის ივლისიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანამ დაიწყო პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“.

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა მისი პარტნერების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში და ხორციელდება დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის გასწვრივ მდებარე სოფლებში.

პროექტი მიზნად ისახავს ნავთობსადენის გასწვრივ დასახლებულ თემებსა და BP-ს შორის ჰარმონიული ურთიერთობის გაძლიერებას, ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზით, კერძოდ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებულია ნავთობსადენის გასწვრივ არსებული სოფლებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მილსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე 56 სამიზნე სოფელში და იძულებით გადაადგილებულ პირთა 4 დასახლებაში მცირე ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და მათი საზაფხულო ბანაკში მონაწილეობა.

 

პროექტის მიღწევები

 

·         პროექტის ფარგლებში ორჯერ გამოცხადდა კონკურსი, განხორციელდა კარდაკარ ვიზიტები და ჩატარდა სათემო შეხვედრები დაინტერესებულ მოსახლეობასთან. 2015 წლის ოქტომბერში წარმოდგენილი იქნა 555, ხოლო 2017 წლის თებერვალში 759 ბიზნეს იდეა 56 სამიზნე სოფლიდან. სულ ჯამში შემოვიდა 1314 ბიზნეს იდეა.

 

·         შემოსული ბიზნეს იდეების განხილვა მოხდა მოწვეული კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის, ბიზნესის და ეკონომიკის დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ. კომისიის შეფასების შედეგად ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგში მონაწილეობისთვის 2015 წელს შეირჩა 356 პირი, ხოლო 2017 წელს 228 პირი. ჯამში შერჩეულ იქნა 584 პირი.

 

·         2015 წლის ნოემბერში და 2017 წლის მარტი-აპრილის თვეში მოეწყო ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო შესაბამისად 356 და 227 გამნცხადებელმა. ჯამში პროექტის ფარგლებში 56 სამიზნე სოფლიდან ტრენინგი გაიარა 583 კონკურსანტმა.

 

·         2016 წლის თებერვალში და 2017 წლის იანვარში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები მეწარმეებისათვის. კომისიის მიერ და მონიტორინგის შედეგად 2016 წელს შეირჩა 9 ბიზნესი, ხოლო 2017 წელს კი 5.

 

·         2016 წლის მარტში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 1-ი” დაფინანსებული ბენეფიციარებისათვის, რომელიც ხორციელდებოდა 2012-2015 წლებში „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის“ მიერ. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩატარდა  ბენეფიციარების გამოკითხვა. ბიზნესის გაფართოების მიზნით შემოვიდა 42 განაცხადი, ხოლო საბოლოო ჯამში კომისიის მიერ შეფასებისა და მონიტორინგის შედეგად დაფინანსდა 8 გაფართოების ბიზნესი.

 

·         პროექტის ერთერთ საქმიანობას იძულებით გადაადგილებული პირთა დასახლებაში მცხოვრები 14 დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეების ბანაკში მონაწილეობა წარმოადგენს. 2015 - 2017 წლების ივლის-აგვისტოს თვეებში ბანაკში მონაწილეობდა 90 მოსწავლე.

 

·         სულ, 2015 -2017 წწ. პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 186  ბიზნესი, მათ შორის 164 დამწყები მეწარმე, 8 გაფართოების ბიზნესი და 14 იძულებით გადაადგილებულ პირთა

 

·         პროექტის ფარგლებში თითოეული ბიზნესის წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგი საგადასახადო საკითხებში.

 

·         2016-2017 წლების განმავლობაში ბენეფიციარებისთვის ჩატარდა 58 პროფესიული ტრენინგი, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური, ისეთ დარგებში როგორიცაა: მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა, მეცხოველეობის საკვებწარმოება.

 

·         ასევე, ჩატარდა დარგობრივი სწავლებები და მასტერ-კლასები მომსახურეობის სფეროში მომუშავე მეწარმეებისთვის: სილამაზის სალონები, სამკერვალოები, წისქვილები, ხის და რკინის საამქროები, აფთიაქი და სხვ. ხშირ შემთხვევაში სპეციალისტები ადგილზე ატარებდნენ პროფესიულ კონსულტაციებს და საჭიროებისამებრ უწევდნენ კონსულტაციებს უსაფრთხოების დაცვის საკითხებშიც.

 

·         2016 წელს გაფართოების შედეგად დაფინანსებული 8 ბენეფიციარი გადამზადდა მენტორად და შემდგომში თავად უწევდა დარგობრივ კონსულტაციებს და უზიარებდა ცოდნა-გამოცდილებას ახალბედა მეწარმეებს.

 

პროექტის მობილიზატორები ყოველთვიურად აგრძელებენ მუშაობას ბენეფიციარებთან, რითიც ეხმარებიან მათ სამეწარმეო კომპეტენციებისა და უნარების ჩამოყალიბება-განვითარებაში.

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება