Caisa da Taflis turi

ჩაისა და თაფლის ტური


მოგზაურობა საქართველოს პროვინციებსა და სოფლებში, ისტორიულ ქალაქებსა და დაბებში, სხვადასხვა სახის არომატული ჩაისა და თაფლის დაგემოვნება ადგილობრივ ფერმერებთან; მონაწილეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში.


ტურისტული პროგრამა ითვალისწინებს მოგზაურობას საქართველოს სამ რეგიონში, ღამის გათევას სოფლის საოჯახო სასტუმროებსა და აგროტურისტულ სახლებში.


ტურის პროგრამა


დღე I- ექსკურსია ქალაქ თბილისში მუზეუმების მონახულებით. საქართველოში მეფუტკრეობისა და ბიოაგრო წარმოების წარდგინება ქართველი ექსპერტების მიერ „ელკანაში“.


დღე II-გამგზავრება თბილისიდან ჩრდილო–დასავლეთ მხარეს – რაჭის რეგიონში. სტუმრობა მეფუტკრესთან ქ.ამბროლაურთან, თაფლის დამზადების პროცესის გაცნობა. სტუმრად ადგილობრივ ფერმერთან რაჭული სამზარეულოს დაგემოვნებით. ნასადილევს რეგიონის კულტურული ძეგლების მონახულება, ასევე ადგილობრივი ღვინის საწარმოს დათვალიერება. ვახშამი და ღამის გათევა ამბროლაურის საოჯახო სასტუმრო სახლში (ს/სდ/ვ).


დღეIII-დილით გამგზავრება ქ.ქუთაისისკენ. ტყიბული–ქუთაისის ელექტრომატარებლით იმერეთის სოფლების გავლა. სტუმრად სოფელ საწირეში ჩაის მწარმოებელ ფერმერ ქალებთან. სადილი ჩაისა და თაფლის დაგემოვნებით. ტრადიციული ვახშამი და ღამის გათევა სოფ. გელათში, საოჯახო სასტუმრო სახლში (ს/სდ/ვ).


დღე IV- დილითგელათის მონასტრის მონახულება. სტუმრობა ადგილობრივ მეფუტკრესთან და მონაწილეობა პურის ცხობასა და თაფლის ამოღების პროცესში. სათაფლიის დაცული ტერიტორიისა და გამოქვაბულის დათვალიერება, სადაც მრავლად არის სტალაქტიდები და სტალაგმიტები. ქალაქ ქუთაისის დათვალიერება. ვახშამი და მონაწილეობა „გოზინაყის“ მომზადებაში სოფელ გელათის ადგილობრივ საოჯახო სასტუმრო სახლში (ს/სდ/ვ).


დღე V-გამგზავრება დასავლეთით, გურიის რეგიონში. სტუმრობა ბიომეურნესთან ზემო გურიაში. ხეხილის ბაღების, ციტრუსების პლანტაციებისა და ფუტკრის სკების დათვალიერება. თაფლისა და ბალახეული ჩაის დაგემოვნება. სადილი. საღამოს სტუმრობა ჩაის მწარმოებელ ბიოფერმერთან. ჩაის პლანტაციების დათვალიერება. სეზონის პერიოდში ჩაის კრეფა და გასაშრობად მომზადება. ვახშამი და ღამის გათევა სოფელ დვაბზუში, ფერმერულ საოჯახო სასტუმრო სახლში (ს/სდ/ვ).


დღეVI -დილითგამგზავრება, გურიის მთების მიმართულებით ადგილობრივი მეფუტკრის ეკომუზეუმში. სადილი თაფლის არყის დაყოლებით. გამომგზავრება თბილისში (ს/სდ/–).


ღირებულება:


 

  • ერთ კაცზე, 5-კაციანი ჯგუფის შემთხვევაში;
  • ერთ კაცზე, 10- კაციანი ჯგუფის შემთხვევაში.

 


ღირებულებაში შედის:


ტრანსპორტი, ღამის გათევა, გიდის მომსახურება, მუზეუმების საფასური, კვება – როგორც მითითებულია პროგრამაში : ს –საუზმე; სდ –სადილი; ვ –ვახშამი. მონაწილეობა პროდუქტის მომზადებაში, ჩაისა და თაფლის/სხვა პროდუქტის დაგემოვნება.


ღირებულებაში არ შედის:


დაზღვევა და თბილისში ღამის გათევა

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება