2009 წლის 10-11 სექტემბერს, თბილისში, დაგეგმილია მე-2 საერთაშორისო კონფერენციის - “ბიოწარმოების სექტორის განვითარება ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში” - გამართვა.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (საქართველო), უკრაინის ორგანული ფედერაცია (უკრაინა) და Organic Services GmbH (გერმანია).